Skip to content

ხელმისაწვდომია ყველა ძირითად პლატფორმაზე

Linux FreeBSD ფანჯრები
გადმოწერის სხვა საშუალებები

Elisa - მუსიკის დამკვრელი რომელიც მარტივი, სანდო და სახალისოა.

Elisa მუსიკის დამკვრელია, რომელიც KDE-ის საზოგადოების მიერაა დაწერილი, რომელიც იღწვის, რომ სასიამოვნო და მარტივი იყოს. ჩვენ ასევე ვხვდებით, რომ გვჭირდება მოქნილი პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა მოთხოვნებს შეესაბამება. ჩვენ KDE-ის Plasma Desktop-თან ინტეგრაციას დიდ ყურადღებას ვაქცევთ, სხვა პლატფორმების მიტოვების გარეშე (სხვა სამუშაო გარემოები, Windows და Android). ჩვენ ვქმნით სანდო პროდუქტს, რომლის გამოყენებაც სახალისოა და რომელიც მომხმარებლის კონფიდენციალობას ითვალისწინებს. ასე რომ, ჩვენ მხარს მხოლოდ იმ ონლაინ სერვისებს ვუჭერთ, სადაც მომხმარებლები თავიანთ მონაცემებს თვითონ აკონტროლებენ.

დაალაგეთ/იპოვეთ მუსიკა ალბომის, შემსრულებლის და ტრეკების მიხედვით

Elisa - რომელიც ინდექსირებისთვის Baloo-ს იყენებს, ავტომატურად იყურება თქვენს მუსიკის საქაღალდეებში ფაილებისა და ყდების ფაილების საპოვნელად. მარცხენა სვეტს სხვადასხვა ხედის ვარიანტი გააჩნია: ახლა დაკრული, ალბომები, შემსრულებლები და ტრეკები.

შექმენით და მართეთ დასაკრავი სიები

შექმენით და მართეთ დასაკრავი სიები ჩაშენებული გვერდითი პანელიდან.

დასაკრავი სიის ანაბეჭდის აღება

წვეულების რეჟიმი

ჩართეთ წვეულების რეჟიმი.

Elisa-ის წვეულების რეჟიმის ეკრანის ანაბეჭდი

მუქი / ღია თემა

Elisa-ს ორივე ღია და მუქი თემის მხარდაჭერა გააჩნა. ასე რომ, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თქვენი მუსიკით, გამაღიზიანებელი ფერების გარეშე.

სწრაფი ინდექსირება

Baloo-ის დახმარებით Elisa თქვენს ფაილებს სწრაფად აინდექსებს და ალაგებს. Elsa-ის გამოყენება Baloo-ის გარეშეცაა შესაძლებელი.

ეკრანთან შეხამება

იმისათვის, რომ სწრაფი, კონვერგენტული და რეაქტიული იყოს და თვითონ მოერგოს თქვენს ეკრანს, Elisa Kirigami-ს იყენებს.მალე თქვენს ტელეფონზეც!

ღია კოდი

Elisa ღია კოდითაა. ეს ნიშნავს, რომ კოდი შეგიძლიათ ნახოთ, ჩაასწოროთ და გააზიაროთ. ElisaKDE-ის საზოგადოების მიერაა შემუშავებული. ჩვენ ვქმნით მაღალი ხარისხის პროექტებს, რომლებიც უფასოა. იხილეთ პროექტები!